GE
20 მარტი, 2017 15:14

საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მოსწავლეები გოეთეს ინსტიტუტს ეწვივნენ

ლოგოსელები გოეთეს ინსტიტუტს ეწვივნენ, რომელსაც ინტერაქტიული გამოფენა სტუმრობს, სახელწოდებით „ეკოაზროვნება – ვისწავლოთ ბუნებისგან“. აღნიშნული გამოფენა ბუნების სტიქიებსა და გარემოს დაცვის საკითხებს აერთიანებს.

გამოფენა მოიცავს ოთხ ელემენტს: წყალს, ცეცხლს, მიწას და ჰაერს. თითეული ელემენტისთვის ცალ-ცალკე საგამოფენო პავილიონია გამოყოფილი, სადაც მოძრავ სტენდებს, ფოტოებსა და ილუსტრაციებს იხილავთ.

გამოფენის კონცეფცია საგნისა და ენის ინტეგრირებული სწავლებაა. პროექტში მონაწილეობის მიღების საშუალება აქვთ სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც შეუძლიათ საინტერესო და სახალისო აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა.

Aris.ge - განათლება განათლება