1 დეკემბერი, 2016 12:00
საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მოსწავლეებს მოწვეულმა მედიკოსებმა გადაუდებელი დახმარების გაწევა ასწავლეს
საერთაშორისო აკადემია ლოგოსის 11 და 12 კლასელებს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ,,დიპლომირებული მედიკოსების ამერიკული პროგრამის“ ორგანიზებით, პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა ასწავლეს.
მოწვეულმა მედიკოსებმა მოსწავლეებს გადაუდებელი დახმარების ინსტრუქცია გააცნეს, შემდეგ კი ლოგოსელებმა თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკაში სამედიცინო თოჯინებზე გამოსცადეს.
პროგრამის წარმომადგენლება ლოგოსელებს ,,დიპლომირებული მედიკოსების ამერიკული პროგრამის“ შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დაურიგეს საინფორმაციო პოლიგრაფული მასალები.
-
“საერთაშორისო აკადემია ლოგოსი” მოსწავლეების მიღებას აცხადებს by საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
-
ქიმიის გაკვეთილები სკოლის ეზოში – სკოლა “ლოგოსის” პედაგოგებმა გაზაფხულის თბილი და მზიანი დღეები სათავისოდ გამოიყენეს by საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
-
27 მარტს ლოგოსში ღია კარის დღე გაიმართება by საერთაშორისო აკადემია ლოგოსი







