GE
20 ნოემბერი, 2017 14:41

საერთაშორისო აკადემია ლოგოსმა “ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის” საერთაშორისო სესიაზე დამსწრე მასწავლებლებს უმასპინძლა

საერთაშორისო აკადემია ლოგოსმა უმასპინძლა European Youth Parliament Georgia – EYP Georgia-ს (“ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის”) საერთაშორისო სესიაზე დამსწრე მასწავლებლების სამუშაო შეხვედრებს.

ქართველმა და ევროპელმა კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: გლობალური მოქალაქის აღზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, დემოკრეტიული ფასეულობები და სხვა.

მასწავლებლებმა ერთმანეთს გააცნეს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემები. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა უცხოელ კოლეგებს წარუდგინა ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ჩიქობავამ.

“საერთაშორისო აკადემია ლოგოსი” “ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის” ოფიციალური პარტნიორია 2012 წლიდან.

Aris.ge - განათლება განათლება