GE
4 ნოემბერი, 2016 12:48

საერთაშორისო აკადემია ლოგოსმა განათლების გამოფენას უმასპინძლა

ოქტომბრის შუა რიცხვებში საერთაშორისო აკადემია ლოგოსმა განათლების გამოფენას უმასპინძლა, სადაც აკადემიის უფროსკლასელებს საშუალება მიეცათ დაწვრილებით შეეტყოთ ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების პროგრამებისა და მიღების წესების შესახებ. გამოფენის მონაწილეებმა დაინტერესებულ მოსწავლეებს საინფორმაციო ბროშურები გადასცეს.

გამოფენაში  ამერიკისა და ევროპის 9 უნივერსიტეტი იყო წარმოდგენილი:

ამერიკის შეერთებული შტატები:
OHIO STATE UNIVERSITY
KANSAS STATE UNIVERSITY
OREGON STATE UNIVERSITY
SAN JOSE STATE UNIVERSITY
VIRGINIA TECH
DEPAUL UNIVERSITY

იტალია:
BOCCONI

ბულგარეთი:
AMERICAN UNIVERSITY IN BULGARIA

ესპანეთი:
IE UNIVERSITY

მოსწავლეები ინტერესით გაეცნენ საინფორმაციო ბროშურებს.

Aris.ge - განათლება განათლება