GE
12 ოქტომბერი, 2018 15:58

საერთაშორისო აკადემია ლოგოსს EU Business School-ისა და Bard College-ის წარმომადგენლები ეწვივნენ

საერთაშორისო აკადემია ლოგოსს სკოლის პარტნიორი უნივერსიტეტის – EU Business School-ის და პარტნიორი კოლეჯის – Bard College-ის წარმომადგენელბი ეწვივნენ.

EU Business School-ის წარმომადგენელმა ლოგოსელებს ჩაუტარა პრეზენტაცია და მათთვის საინტერესო კითხვებს გასცა პასუხი. Bard College-ის წარმომადგენლებმა კი მოსწავლეებს გააცნო პროგრამა და მიღების პირობები.

“უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან მსგავსი შეხვედრები ჩვენს მოსწავლეებს უადვილებთ სამომავლოდ ბაკალავრის პროგრამაზე არჩევნის გაკეთებას”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.

Aris.ge - განათლება განათლება