1 ნოემბერი, 2017 17:36
საერთაშორისო აკადემია ლოგოსს IE University-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ
IE University-ს წარმომადგენლები ლოგოსში სტუმრად იმყოფებოდნენ. უნივერსიტეტის წარმოდგენელმა ლოგოსელებს ძალიან საინტერესო და ინტერქაციული პრეზენტაცია ჩაუტარა.
შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა სემინარი (workshop) მარკეტინგშიც. მოსწავლეები გუნდებად მუშაობდნენ. განიხილეს სხვადასხვა სარეკლამო კამპანიის წარუმატებელი მაგალითები (ვიდეოები). მოსწავლეებს უნდა მოეფიქრებინათ გზები, როგორ შეიძლებოდა შეცდომების გამოსწორება. შემდგომ კი ნახეს რეალურად რა გზებს მიმართეს კომპანიებმა და როგორ შემოაბრუნეს ეს შეცდომები მათ სასარგებლოდ.
სემინარი ემსახურებოდა მარკეტინგის ფაკულტეტის არსის უკეთ აღქმასა და ჩაღრმავებას.
-
“საერთაშორისო აკადემია ლოგოსი” მოსწავლეების მიღებას აცხადებს by საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
-
ქიმიის გაკვეთილები სკოლის ეზოში – სკოლა “ლოგოსის” პედაგოგებმა გაზაფხულის თბილი და მზიანი დღეები სათავისოდ გამოიყენეს by საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
-
27 მარტს ლოგოსში ღია კარის დღე გაიმართება by საერთაშორისო აკადემია ლოგოსი