GE
23 თებერვალი, 2018 14:51

საერთაშორისო აკადემია ლოგოსში 3 მარტს ღია კარის დღე გაიმართება

საერთაშორისო აკადემია ლოგოსში კლასების დაკომპლექტება იწყება. სწორედ ამიტომ, ლოგოსში სწავლის გაგრძელების მსურველებს ლოგოსი ღია კარის დღეზე გიწვევთ, რომელიც 3 მარტს 13:00 საათიდან 14:00 საათამდე ჩატარდება.

შეგახსნებთ, რომ საერთაშორისო აკადემია ლოგოსი 2010 წელს დაარსდა. აკადემიის ინფორმაციით, სკოლის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს სასწავლო პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, სწავლა გააგრძელონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.

სკოლა დაამთავრა 161-მა მოსწავლემ, აქედან 83 მოსწავლე ჩაირიცხა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში. 78 მოსწავლე ჩაირიცხა საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. ჩვენი მოსწავლეები ნაწილობრივი ან სრული დაფინანსებით აგრძელებენ სწავლას.

ლოგოსი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია: NACAC – National Association of College Admission Counselors; College Board; Common Application. სკოლის პარტნიორები არიან: American University of Rome, Saint Anne’s-Belfield School და Princeton Review.

ღია კარის დღეზე თქვენ საშუალება გექნებათ გაესაუბროთ ადმინისტრაციას და სურვილის შემთხვევაში, ადგილზევე დარეგისტრირდეთ.

დამატებითი ინფორმაციისთვს დარეკეთ:
2 37 63 03
574 01 44 11

Aris.ge - განათლება განათლება