GE
18 ნოემბერი, 2015 16:47

საერთაშორისო აკადემია ლოგოსში LCC International University-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი“ ფარგლებში საერთაშორისო აკადემია ლოგოსში შედგა შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის LCC International University-ის წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, მიღების პროცედურები და სტუდენტური ცხოვრება.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს. ლოგოსელებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს LCC International University-ის შესახებ.

საერთაშორისო აკადემია ლოგოსის ადმინისტრაცია მადლობას უხდის LCC International University-ის წარმომადგენლებს საინტერესო პრეზენტაციისათვის.

Aris.ge - განათლება განათლება