GE
14 მაისი, 2018 17:24

საერთასოშორისო აკადემია “ლოგოსში” დიდი სიახლეა – სკოლა ფართოვდება

საერთასოშორისო აკადემია “ლოგოსში” დიდი სიახლეა. სკოლა ფართოვდება და 2018-2019 სასწავლო წლიდან ხსნის სკოლამდელი აღზრდის პროგრამასა და დაწყებით კლასებს.

სკოლის დირექტორი გიორგი ჩავლეიშვილის თქმით, “ლოგოსის” შვილობილი სკოლა “ჰამილტონი” მომავალი სასწავლო წლიდან შეუერთდება “ლოგოსს” და მისი გამოცდილების საფუძველზე შეიქმნება დაწყებითი სკოლის საფეხური.

“აქამდე მოსწავლეებს მხოლოდ მე-7 კლასში ვიღებდით. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ლოგოსის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად, მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან შევძლოთ ბავშვების აღზრდა და მათთვის შესაბამისი ცოდნისა და უნარების გადაცემა. მაღალ საფეხურზე “ლოგოსის” პროგრამა საკმაოდ კომპლექსურია და მოითხოვს საფუძვლიან საბაზისო განათლებას”, – აღნიშნა ლოგოსის დირექტორმა.

 

Aris.ge - განათლება განათლება