4 მარტი, 2024 11:11
მეორეკლასელებმა ხელნაკეთი თოჯინები შექმნეს – „საკუთარი ხელით დამზადებული მაინც სულ სხვაა“
თბილისის 136-ე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლებმა კომპლექსური დავალების ფორმატში ხელნაკეთი თოჯინები შექმნეს.
როგორც სკოლის მიერ 1-ელ მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, ამ საინტერესო პროცესს ქართული ენის პედაგოგი, ქეთევან ყურაშვილი უძღვებოდა.
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას ბავშვებმა ინტერესითა და ხალისით დაამზადეს სხვადასხვა მასალისაგან ორიგინალური თოჯინები, აღწერეს მუშაობის პროცესი და ვიდეო მასტერკლასები ჩაწერეს.
„მასტერკლასები ნამდვილად გაუწევს დახმარებას იმ მოზარდებს, რომელებიც სახლის პირობებში, გადაწყვეტენ თოჯინის დამზადებას. საკუთარი ხელით დამზადებული ხომ მაინც სულ სხვაა“, – ვკითხულობთ სკოლის „facebook“-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე სასკოლო ფორმებით – „100%-ით ბამბა არ არის, მაგრამ ჩაიცმევა“ by სკოლების ამბები



