19 თებერვალი, 2025 10:35
სამუშაო ფურცლის შაბლონი მათემატიკის გაკვეთილისთვის – „ჯერ აქ ასრულებთ დავალებას, შემდეგ გადაგაქვთ რვეულში“
მათემატიკის გაკვეთილისთვის მოსწავლეები ე.წ უჯრედიან რვეულს იყენებენ. მოსწავლის წიგნთან ერთად მოსწავლის რვეულის გამოყენებაც სავალდებულოა.
დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ქრისტი ცნობილაძე მოსწავლეებისთვის სამუშაო ფურცელს EDU.ARIS.GE-ს უზიარებს. როგორც პედაგოგი გვიხსნის, სამუშაო ფურცელი მათემატიკის საგნისთვის არის შექმნილი და მოსწავლის რვეულის მსგავსად, უჯრებიანია.
ამობეჭდეთ: სამუშაო ფურცლის შაბლონი მათემატიკის გაკვეთილისთვის
“გარდა იმისა, რომ მოსწავლემ იმუშაოს სახელმძღვანელოს სამუშაო რვეულში, გირჩევთ, ამობეჭდოთ გაზიარებული რესურსი და სახლში სწორედ მასზე დაამუშაოთ დავალებები. ჯერ აქ ასრულებთ დავალებას, შემდეგ გადაგაქვთ რვეულში. ეს ერთგვარი შავი ფურცელია მოსწავლეებისათვის”, – აგვიხსნა პედაგოგმა.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რა ითვლება სკოლაში მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად და რა სახდელი შეიძლება დაგეკისროთ ამისთვის by სკოლების ამბები
-
შენიშვნა და გაფრთხილება სასკოლო ფორმაზე უარის თქმის გამო და მშობლის პასუხი, რომლის შვილიც ფორმის ტარებას არ აპირებს by სკოლების ამბები