20 მარტი, 2024 11:21
„საქართველო, გქონდეს ჩვენი იმედი“- მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატრიოტული ღონისძება ჩაატარეს
თბილისის მე-16 საჯარო სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლეებმა, ქართული მუსიკისა და ქორეოგრაფიის წარმოსაჩენად პატრიოტურ-მუსიკალური ღონისძიება, სახელწოდებით ,,საქართველო, გქონდეს ჩვენი იმედი” ჩაატარეს.
იხილეთ ფოტო
სკოლის ინფორმაციით, ღონისძიება ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ქეთევან თოლორაიასა და მუსიკის მასწავლებელ ნინო გრძელიშვილის ორგანიზებით, მიზანი კი მოსწავლეებში პატრიოტული მუხტის გაღვივება გახლდათ.
,,ღონისძიების მიზანი იყო, რომ ბავშვებს უფრო მეტად შეუყვარდეთ თავიანთი სამშობლო, ხალხი და უკეთ გაეცნონ ქართულ- ნაციონალურ ცეკვებსა და სიმღერებს”,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
-
რომელია სწორი: მე-2 თუ 2-ე, მე-IV თუ IV? – რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა რიგობით რიცხვით სახელებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ენების ევროპული დღე აღინიშნა by სკოლა პოლიგლოტი



