30 მარტი, 2017 13:15
საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში
2017 წლის 28-29 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაზე თემები წაიკითხეს სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა. კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ ცნობილი მეცნიერები, მეზობელი სასწავლებლების დირექტორები. სიტყვით გამოვიდნენ: პროფესორები ტარიელ ფუტკარაძე და ელდარ ბუბულაშვილი. ხალხურ საკრავთა ანსამბლმა შეასრულა მუსიკალური ნაწარმოებები, ხოლო მგალობელთა გუნდმა სიმღერა “ჩემო პატრიარქო”.
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება სკოლა-პანსიონის გვერდზე და გამოიცემა ჟურნალის სახით.