3 ნოემბერი, 2020 17:21
საქართველოს ნაკრების წევრებმა ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირში ოქროს მედლები მოიპოვეს
პროგრამების სამყარომეტი სიახლეაკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
დასრულდა ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-8 საერთაშორისო ტურნურის ფინალი, სადაც ბრწყინვალედ გამოვიდნენ საქართველოს ნაკრების გუნდის წევრები და ოქროს მედლები მოიპოვეს.
ოქროს მედალოსანი გუნდის შემადგენლობაში არიან ვეკუას სკოლის მოსწავლეები: ნენე ჟვანია, ანრი დარცმელია და ლევან ლოლაშვილი. ასევე კომაროვის სკოლის მოსწავლეები: ნიკა მალცევი (გუნდის კაპიტანი), ირაკლი მიროტაძე, სანდრო ვაჩნაძე.
“გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს ნაკრების გუნდს ამ დიდ და ღირსეულ გამარჯვებას! ვულოცავთ სრულიად საქართველოს!”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.