შექმენი ილუსტრაცია -„ჩემი თვალით დანახული სამყარო“ – კონკურსი 6-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის
6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ილუსტრაციების კონკურსი – „ჩემი თვალით დანახული სამყარო“ გამოცხადდა, რომელიც ამერიკელი კარტოგრაფის, დოქტორ ბარბარა ბარც პეტჩენიკის პატივსაცემად ტარდება.
კონკურსის წესების მიხედვით, მოსწავლის მიერ შექმნილი ილუსტრაცია უნდა იყოს ორიგინალური ნამუშევარი, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ტრადიციული მეთოდების გამოყენებით (მაგ. ფერადი ფანქრებით, აკვარელით ან სხვ.) ან კომპიუტერული პროგრამით.
პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი, შეირჩევა შემდეგ სამ ასაკობრივ კატეგორიაში:
8 წლამდე;
9-12 წელი;
13-15 წელი.
კონკურსის დეტალებს შეგიძლიათ გაეცანოთ ბმულზე
ნამუშევრები გაგზავნის უფლება მოსწავლეებს 20 აპრილის 00:00 სთ-მდე შეეძლებათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geocartographersassoc@gmail.com
კონკურსი გამოცხადებულია „საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციისა“ და „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ მიერ.
-
რომელია სწორი: მე-2 თუ 2-ე, მე-IV თუ IV? – რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა რიგობით რიცხვით სახელებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ენების ევროპული დღე აღინიშნა by სკოლა პოლიგლოტი