შეხვედრა მონატრებულ მასწავლებელთან 1 თვის შემდეგ – დუშეთის მე-2 სკოლა ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს
20 ნოემბერს, საკუთარი faceebook-ის გვერდზე, დუშეთის მე-2 საჯარო სკოლამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორი ემოციებითა და სითბოთი ხვდებიან პატარები პედაგოგს, რომელიც სკოლაში ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით ერთი თვის განმავლობაში ვერ დადიოდა.
როგორც 21 ნოემბერს EDU.ARIS.GE-ს სკოლაში განუცხადეს, ვიდეოზე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და კლასის დამრიგებელი, ქალბატონი ელზა შუშიაშვილია ასახული, რომელსაც დუშეთის მეორე საჯარო სკოლაში 20 წელზე მეტი აქვს გატარებული.
„ერთ დღეს ქალბატონმა ელზამ ფეხზე საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო. მკურნალობის გამო, ერთი თვე არ უნახავს საყვარელი სკოლა და მოსწავლეები. როცა მრავალწლიანი სტაჟის მქონე პედაგოგმა ფეხზე წამოდგომა შეძლო, პირველი ადგილი, სადაც წასვლა მოინდომა მისი საყვარელი სკოლა გახლდათ. ელზა მასწავლებელი, რომელიც სკოლიდან საკმაოდ მოშორებით ცხოვრობს, ოჯახის წევრებმა სკოლაში მანქანით მოიყვანეს. ბავშვებმა გაიგეს, როდის მოდიოდა სკოლაში ელზა მასწავლებელი და მისთვის ასეთი დახვედრა დაგეგმეს“, – გვითხრეს დუშეთის მე-2 საჯარო სკოლაში.
-
AIA-GESS-ის X კლასის მოსწავლეებმა პიროვნული და აკადემიური განვითარების პორტფოლიოები წარადგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
განათლების მინისტრი მშობლებს მიმართავს – „დაარწმუნოს შვილი, რომ სკოლაში მისვლის დროს ეს არის წესი…“ by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი