„შეზღუდული შესაძლებლობები განაჩენი არ არის!“ – მოსწავლეებმა საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარეს
„შეზღუდული შესაძლებლობები განაჩენი არ არის!“, – ამ თემაზე წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარეს.
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები ბარიერი არ არის პიროვნების განვითარებისთვის. ამის დასამტკიცებლად მეშვიდეკლასელებმა გააანალიზეს მათთვის საინტერესო, გამორჩეული ქართველი თუ უცხოელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პიროვნებების ბიოგრაფია.
როგორც საჯარო სკოლის მიერ 28 თებერვალს გამოქვეყნებული პრეზენტაციის ფოტოებიდან ჩანს, მოსწავლეების ნაშრომები დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით იყო შესრულებული და ჰყვებოდა ისეთი ცნობილი პიროვნებების შესახებ, როგორების არიან ფრანკლინ დელანო რუზველტი, სტივენ ჰოკინგი, იბრაჰიმ ჰამადტო, სტივი უანდერი და ქართველი მოფარიკავე, ირმა ხეცურიანი.
-
რომელია სწორი: მე-2 თუ 2-ე, მე-IV თუ IV? – რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა რიგობით რიცხვით სახელებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ენების ევროპული დღე აღინიშნა by სკოლა პოლიგლოტი



