„შოთა რუსთაველი “ვეფხისტყაოსანს” მათემატიკის გარეშე ვერ დაწერდა” – მერვეკლასელების მიგნება
„იცოდით რომ შოთა რუსთაველი “ვეფხისტყაოსანს” მათემატიკის გარეშე ვერ დაწერდა? ან დავით აღმაშენებელი დიდგორის ბრძოლას ვერ მოიგებდა?! მათემატიკის ცოდნის გარეშე ეს შეუძლებელია”,- ვკითხუულობთ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზის მიერ „facebook“-ის გვერდზე 22 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც სკოლის განცხადებაშია, ნათქვამი მერვე კლასის მოსწავლეეი მათემატიკაში პროექტს “გეომეტრია ჩვენს ცხოვრებაში” ანხორციელებენ, რომელსაც პედაგოგი მარიკა დარჩია უძღვება.
“ჩვენმა ბავშვებმა ყველა გეომეტრიული ფიგურის გამოყენებით დააპროექტეს ქალაქის ერთ-ერთი უბანი – “მარიკა სითი” სახელი ვისაც ეძღვნება რთული მისახვედრი არაა – მარიკა დარჩია. თითოეულ შენობას ჰქონდა გეომეტრიული ფიგურის ფორმა. შესაბამისი ფორმულების გამოყენებით გიმნაზიელებმა შეძლეს ფართობის დადგენა. ჩვენს ქალაქში არის საცხოვრებელი სახლები და კორპუსები, ეკლესია, სკოლა, ბაღი, კვების ობიექტი, რეკრეაციული ზონა, სავაჭრო ცენტრი, საავადმყოფო, გადაუდებელი დახმარების პუნქტი, სატელევიზო ანძა და რკინიგზაც კი. ქალაქში მოძრაობს როგორც საზოგადოებრივი, ასევე მსუბუქი ავტომობილებიც”- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
-
რატომ მიაქვს ბავშვს სათამაშო სკოლაში – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა და მასწავლებლებმა by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები SAGE-ის საერთაშორისო სამეწარმეო კონკურსის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი



