„შთამბეჭდავი საწერი ბადე“ – უახლესი რესურსი სკოლებისთვის დედაენის დღის აღსანიშნად
ქართული ენის დღე ახლოვდება. 14 აპრილს მოსწავლეები მოუთმენლად ელიან ფერად-ფერად რესურსებს.
ამ თემაზე EDU.ARIS.GE-მ თქვენ უკვე შემოგთავაზათ საკითხავი მასალა, ვიდეოები, პრეზენტაციები – ყველა რესურსი სკოლებისთვის დედა ენის დღის აღსანიშნად.
ამჯერად, დაწყებითი კლასების სპეციალისტი, სოფია ბოცვაძე გაგიზიარებთ „შთამბეჭდავ საწერ ბადეს“, რომელიც შეგიძლიათ საკლასო ოთახშიც გამოფინოთ.
ჩამოტვირთეთ:
შთამბეჭდავი საწერი ბადე სკოლებისთვის
„მინდა ჩემმა პატარებმა თავიანთი პაწაწუნა ხელებით მოხაზონ ასო-ბგერები და მოეფერონ ჩვენს ულამაზეს ქართულ ანბანს. სწორედ ამიტომ შევქმენი შთამბეჭდავი საწერი ბადე. ის დამზადებულია ჩემი კლასის მერცხლებისთვის. თუ გამოგადგებათ, გამოიყენეთ, გადმოიწერეთ და ამუშავეთ მოსწავლეები. ვაპირებ, მუხრან მაჭავარიანის, ლადო ასათიანის ლექსებიდან თითო ხაზი გადავაწერინო ამ ბადეში და შემდგომ კლასში გამოვფენთ“, – აგვიხსნა სოფიამ.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS