„სიმბოლურად და ბავშვების დიდი სურვილით დავამთხვიეთ ეროვნული ნაკრების წარმატებას“ – ქუთაისის 41-ე სკოლა ფიზმათის ლიგას ჩაატარებს
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა 1 აპრილიდან შიდა საფეხბურთო ჩემპიონატს – ფიზმათის საფეხბურთო ლიგას ჩაატარებს, რომელიც სიმბოლურად მიეძღვნება ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს დღეს სკოლის დირექტორის მოადგილემ, ია ვერულაშვილმა აცნობა.
ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო თამაშებში მონაწილეობა შეეძლებათ სკოლის ზედა კლასების მოსწავლეებს და მატჩებზე დასწრების უფლებას ყველა გულშემატკივარს ექნება.
„ჩვენ გვაქვს 2 დიდი დარბაზი. ერთი სკოლის შენობაში, მეორე კი ღია სივრცეში. ყველაფერი მზად გვაქვს, რომ ეს თამაშები ჩავატაროთ. თამაშებზე დასწრება იქნება თავისუფალი. მშობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ყველას შეეძლებათ გულშემატკივრობა. ჩვენ მსგავსი აქტივობები გასულ წელსაც ჩავატარეთ, მაგრამ წელს სიმბოლურად და ბავშვების დიდი სურვილით დავამთხვიეთ ეროვნული ნაკრების წარმატებას. ჩვენს სკოლაში ამ სპორტის სახეეობისადმი დიდი სიყვარულია”, – აგვიხსნა სკოლის დირექტორის მოადგილემ.
პირველი ამხანაგური მატჩი სკოლის სპორტულ მოედანზე გაიმართერთება, მატჩში ერთმანეთს XI ბ და XII დ კლასები დაუპირისპირდებიან.
-
რატომ მიაქვს ბავშვს სათამაშო სკოლაში – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა და მასწავლებლებმა by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები SAGE-ის საერთაშორისო სამეწარმეო კონკურსის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი