სკოლა აკადემოსის მოსწავლეებს Junior Achievement-ის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ
სკოლა ,,აკადემოსის“ მოსწავლეები ჩართულები არიან საერთაშორისო პროექტში – Junior Achievement USAID ,,ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა“, რომელიც მოიცავს ასაკობრივი ჯგუფების ქვეპროგრამებს: ,,ჩვენი საზოგადოება“, ,,ჩვენი ქვეყანა“, ,,ფულზე მეტი“ … საშუალო საფეხურზე კი არჩევით საგანს – ,,მეწარმეობის საფუძვლებს“.
ეს პროგრამები მოსწავლეებს უვითარებს ძირითად, ბიზნესის ადმინისტრირების, უნარ- ჩვევებს. სასწავლო წლის ბოლოს თითოეულმა კლასმა განახორციელა საკუთარი ბიზნეს გეგმა და მოაწყო გამოფენა -გაყიდვა, რომლის ორგანიზატორი და სპონსორი სკოლა ,,აკადემოსია“,
მოსწავლეებს გადაეცათ Junior Achievement-ის საერთაშორისო სერტიფიკატები. გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრებმა იხილეს ხელნაკეთი სამკაულები, ფერწერული ნამუშევრები, დააგემოვნეს კულინარიის, ნატურალური პროდუქტისგან დამზადებულ წვენები. ამ პროექტში თავად ბავშვები განკარგავენ შემოსული თანხის მიზნობრიობას.
პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ნოზაძე