GE
1 ნოემბერი, 2019 10:26

სკოლა “აკადემოსმა” ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სკოლა “აკადემოსს“ ურთიერთანამშრომლობის არაერთი მემორანდუმი აქვს გაფორმებული უნივერსიტეტებთან, სკოლებთან თუ სხვადასხვა სასწავლო ცენტრთან, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. ამჯერად, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან (European Humanities University, ლიტვა-ვილნიუსი), რომელიც გამოირჩევა საინტერესო შემოთავაზებებით, როგორც საბაკალავრო, ასევე სხვადასხვა სახის გაცვლითი პროგრამებით.

2020 წლის ივლისის თვეში სკოლა გეგმავს ვილნიუსში ორკვირიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

Aris.ge - განათლება განათლება