GE
25 თებერვალი, 2019 16:55

სკოლა “გენიოსის” ეკოკლუბის წევრები გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტუმრობდნენ

სკოლა “გენიოსის” ეკოკლუბის წევრები სტუმრობდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სადაც დაესწრნენ მათთვის მომზადებულ პრეზენტაციას, თემაზე “საქართველოს დაცული ტერიტორიები”.

მოსწავლეები პრეზენტაციის შემდეგ აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნული თემის განხილვაში. შეხვედრის დროს შეთანხმება მოხდა სამომავლო თანამშრომლობაზე, საგანმანათლებლო შეხვედრებსა და საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვაზე, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში აღნიშნული კუთხით განათლების დონის ამაღლებას.

“დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მასპინძელ ეკო განათლებისა და ინტერპრეტაციის უფროს სპეციალისტს მარიამ თათარაშვილს”, – განაცხადეს სკოლის ადმინისტრაციაში.

Aris.ge - განათლება განათლება