GE
26 თებერვალი, 2019 17:20

სკოლა “გენიოსში” 25 თებერვლიდან 1-ლ მარტამდე ოკუპაციის კვირეული აღინიშნება

სკოლა “გენიოსში” 25 თებერვლიდან 1-ლ მარტამდე აღინიშნება ოკუპაციის კვირეული, რომელიც ეძღვნება რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას: 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და ამ ომში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

კვირეულის ფარგლებში სკოლა “გენიოსის” მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

25 თებერვალს, მოსწავლეებისა და ისტორიის მასწავლებლის, სოფიო სახიაშვილის მიერ მომზადდა გამოფენა – სახელწოდებით “დამეხსენი ჩრდილოელო”, სადაც წარმოდგენილია ისტორიული ფაქტები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, ასევე იმ გმირების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს შეეწირნენ იმპერიის აგრესიას.

Aris.ge - განათლება განათლება