სკოლა “ჰამილტონი” 28 აპრილს ღია კარის დღეს გამართავს
28 აპრილს, შაბათს 15:00-დან 16:00 საათამდე კერძო სკოლა “ჰამილტონი” ღია კარის დღეს გამართავს. სკოლა ეპატიჟება დაინტერესებულ მშობლებსა და ბავშვებს.
“ჰამილტონი” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას I-VI კლასებსა და სკოლამდელი აღზრდის პროგრამაზე 2017-2018 სასწავლო წლისთვის.
“ჰამილტონი” მიზნად ისახავს მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების მიცემასა და მათ მომზადებას რეალური ცხოვრებისთვის.
სკოლას მართავს “ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის” გუნდი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.
შერჩეული პედაგოგიური გუნდის მაღალი კვალიფიკაცია, მრავალფეროვანი შემეცნებითი პროგრამა, კეთილგანწყობილი და სახალისო გარემო სკოლის მიზნების წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს.
დამატებით ინფორმაციას სკოლის შესახებ გაეცანით ვებ-გვერდზე.
დამატებით ინფორმაციას ამერიკულ-ქართული განათლების შესახებ გაეცანით ბმულსზე.
-
სკოლა “ჰამილტონის” პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა by სკოლა ჰამილტონი
-
სკოლა “ჰამილტონში” სასწავლო წლის ბოლო დღეს წლის საუკეთესო მოსწავლეები გამოვლინდნენ by სკოლა ჰამილტონი
-
სკოლა “ჰამილტონის” პირველკლასელებს სტუმრად საბავშვო მწერალი დიანა ანფიმიადი ეწვია by სკოლა ჰამილტონი