GE
27 მარტი, 2018 12:20

სკოლა “ჰამილტონი” გიწვევთ ღია კარის დღეზე – მიღება 2017-2018 სასწავლო წლისთვის დაიწყო

კერძო სკოლა “ჰამილტონი” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას I-VIII კლასებსა და სკოლამდელი აღზრდის პროგრამაზე 2017-2018 სასწავლო წლისთვის. სკოლა მშობლებსა და ბავშვებს გეპატიჟებით ღია კარის დღეზე, რომელიც 31 მარტს 13:00-დან – 14:00 საათემადე გაიმართება.

“ჰამილტონი” მიზნად ისახავს მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების მიცემასა და მათ მომზადებას რეალური ცხოვრებისთვის.

სკოლას მართავს “ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის” გუნდი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს განთალების სფეროში.

შერჩეული პედაგოგიური გუნდის მაღალი კვალიფიკაცია, მრავალფეროვანი შემეცნებითი პროგრამა, კეთილგანწყობილი და სახალისო გარემო სკოლის მიზნების წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს.

დამატებით ინფორმაციას სკოლის შესახებ გაეცანით ბმულზე. ხოლო დამატებით ინფორმაციას ამერიკულ-ქართული განათლების შესახებ გაეცანით ვებ-გვერდზე.

Aris.ge - განათლება განათლება