GE
9 მარტი, 2018 17:47

სკოლა “ჰამილტონის” მოსწავლეები “წითელი ჯვრის” და ფონდი ,,თაობის“ მოხუცთა თავშესაფრებს ესტუმრნენ

სკოლა “ჰამილტონის” პირველი და მეორე კლასისი მოსწავლეები თემატური კვირეულუის ფარგლებში ესტუმრნენ “წითელი ჯვრის” მოხუცთა თავშესაფარს. უფროსი ჰამილტონელები კი სტუმრობდნენ ფონდი ,,თაობის“ მოხუცთა თავშესაფარს. მიუტანეს არამალფუჭებადი პროდუქტი და ტკბილეული.

პატარებმა ცეკვითა და სიმღერით გაამხიარულეს მოხუცები. მოისმინეს მათი დაწერილი ლექსები და ბავშვობასთან დაკავშირებული მოგონებები. ბავშვები დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ დახმარებას. დაასუფთავეს ქუჩის მხარეს მდებარე გამწვანების ზოლი და შუშები.

ჰამილტონელები მომავალი შეხვედრის სურვილებით დაემშვიდობნენ ახალ მეგობრებს.

Aris.ge - განათლება განათლება