5 თებერვალი, 2018 17:55
სკოლა “ჰამილტონის” მოსწავლეებმა ფლორისა და ფაუნის კვირეულის ფარგლებში სკოლაში შინაური ცხოველები მიიყვანეს
“ჩემი საყვარელი ცხოველია ავაზა: რადგან ის ჩქარია. ჩემი აზრით ავაზა, მანქანის ნახევარი სიჩქარით დარბის. და ლამაზია”, – წერს სკოლა “ჰამილტონის” მეორე კლასელი გიო გიგაური თავისი საყვარელი ცხოველის შესახებ. ილუსტრაციაც კი დაურთო თავის ნაშრომს.
სკოლა “ჰამილტონში” ფლორისა და ფაუნის კვირეული გრძელდება. ამჯერად, მოსწავლეებმა თავიანთ საყვარელ ცხოველებზე დაწერეს თემები. მეორე კლასელებმა წიგნიც კი აკინძეს.
გარდა ამისა, ჰამილტონელების შინაური ცხოველები ესტუმრნენ სკოლას ფლორისა და ფაუნის კვირეულის ფარგლებში.
ცუგები, ფისოები, ზღვის გოჭი, თევზები, თუთიყუში, კუები, გიგანტური და მინიატურული კაქტუსები და ცოცხალი ქვებიც კი იყვნენ სტუმრად “ჰამილტონში”.
-
სკოლა “ჰამილტონის” პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა by სკოლა ჰამილტონი
-
სკოლა “ჰამილტონში” სასწავლო წლის ბოლო დღეს წლის საუკეთესო მოსწავლეები გამოვლინდნენ by სკოლა ჰამილტონი
-
სკოლა “ჰამილტონის” პირველკლასელებს სტუმრად საბავშვო მწერალი დიანა ანფიმიადი ეწვია by სკოლა ჰამილტონი



