GE
19 ივნისი, 2017 13:36

სკოლა ”ჰამილტონში” 24 ივნისს ღია კარის დღე გაიმართება

,,ჰამილტონში” კლასების დაკომპლექტება დასასრულს უახლოვდება. სკოლა 2017 წლის 24 ივნისს 12:00 საათზე აწყობს ღია კარის დღეს.

კერძო სკოლა “ჰამილტონი” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სკოლამდელი აღზრდის პროგრამასა და I-VII კლასებში 2017-2018 სასწავლო წლისთვის.

“ჰამილტონი” 2016 წელს შეიქმნა და მიზნად დაისახა მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების მიცემა და მომზადება რეალური ცხოვრებისთვის, რაშიც ჩვენ ვგულისხმობთ: კონკურენტულ ცოდნას, შესაბამისი უნარებისა და ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებას. მიზნის უცილობელ მიღწევას უზრუნველყოფს პროფესიული მართვა, შერჩეული პედაგოგიური გუნდის მაღალი კვალიფიკაცია და ბევრი შემეცნებითი პროექტი, რომელიც კეთილგანწყობილ და სახალისო გარემოში ხორციელდება.

ასევე 24 ივნისს 15:00 საათზე ღია კარის დღე იმართება საერთაშორისო აკადემია ლოგოსში.

საერთაშორისო აკადემია ლოგოსი 2010 წელს დაარსდა. სკოლის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს სასწავლო პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, სწავლა გააგრძელონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.

სკოლა დაამთავრა 136-მა მოსწავლემ, აქედან 68 მოსწავლე ჩაირიცხა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში. სტიპენდიის სახით მათ ჯამში 3 532 000 აშშ დოლარზე მეტი აქვთ მიღებული. 68 მოსწავლე ჩაირიცხა საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. მათ გრანტის სახით მიღებული აქვთ 285 000 ლარზე მეტი.

ლოგოსი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია: NACAC – National Association of College Admission Counselors; College Board; Common Application. სკოლის პარტნიორები არიან: American University of Rome, Saint Anne’s-Belfield School და Princeton Review.

თქვენ საშუალება გექნებათ გაესაუბროთ ადმინისტრაციას და სურვილის შემთხვევაში, ადგილზევე დარეგისტრირდეთ.

Aris.ge - განათლება განათლება