2 მაისი, 2017 13:37
სკოლა ,,ჰამილტონში” გარემოს დაცვის კვირეული მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული
სკოლა ,,ჰამილტონში” გარემოს დაცვის კვირეული მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული. კვირეულის ფარგლებში ,,ჰამილტონელებმა“ კუს ტბის ტერიტორია დაასუფთავეს. ნაპოვნი პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ბოთლები და სხვა ნაგავი ერთად მოაგროვეს და სანაგვე ურნებს მიაბარეს. გარემო კი ისეთი სუფთა დატოვეს, როგორიც ბუნებრივად უნდა იყოს.
,,ჰამილტონელები“ გვირჩევენ, თუ როგორ გავუფრთხილდეთ გარემოს:
- ,,არ დავყაროთ გარეთ ნაგავი“
- ,,ხე არ მოვჭრათ“
- ,,თუ ოთახში არავინაა, შუქი ჩავაქროთ“
- ,,პიკნიკზე თუ წავალთ, არ დავანაგვიანოთ გარემო“
- ,,ხანძარი არ გავაჩნოთ ტყეში“
გარემოს დაცვის კვირეული ,,ჰამილტონელებმა“ ყვავილების დარგვით დაასრულეს. სანერგეებიდან მოტანილი ყვავილები ლამაზ ქოთნებში გადარგეს და სახლში წაიღეს.
-
სკოლა “ჰამილტონის” პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა by სკოლა ჰამილტონი
-
სკოლა “ჰამილტონში” სასწავლო წლის ბოლო დღეს წლის საუკეთესო მოსწავლეები გამოვლინდნენ by სკოლა ჰამილტონი
-
სკოლა “ჰამილტონის” პირველკლასელებს სტუმრად საბავშვო მწერალი დიანა ანფიმიადი ეწვია by სკოლა ჰამილტონი







