4 აპრილი, 2018 16:13
სკოლა “ჰამილტონში” სადროშოების სისტემა დაინერგა
სკოლა “ჰამილტონში” დაინერგა სადროშოების სისტემა, რომელიც სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა გაერთიანებაა შემდეგი მიზნებით:
- მოსწავლეთა თვითმმართველობის კულტურის ჩამოყალიბება-განვითარება;
- პიროვნული და გუნდური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება;
- აკადემიური და სოციალური მოტივაციის ამაღლება;
- სასკოლო პატრიოტიზმის განმტკიცება;
- ინდივიდუალური თუ გუნდური ინიციატივის დაბადება.
ყველა სადროშოში თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი სხვადასხვა ინტერესის მქონე ბავშვები. მოსწავლეები თავად ირჩევენ საკუთარ ლიდერს. მათ, ასევე, დაეხმარებიან „ჰამილტონის“ კოორდინატორები და პარტნიორი სკოლა საერთაშორისო აკადემია ლოგოსის უფროსკლასელები (მრჩევლები).
სადროშოები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ერთმანეთს შეეჯიბრებიან, როგორც აკადემიური, ისე შემოქმედებითი, სპორტული თუ სოციალური აქტივობის ასპარეზზე.
სკოლის ინფორმაციით, „ჰამილტონი“ სადროშოებისთვის გეგმავს არაერთ საინტერესო კონკურსს, დისკუსიას, პრეზენტაციას და აქტივობას.
-
სკოლა “ჰამილტონის” პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა by სკოლა ჰამილტონი
-
სკოლა “ჰამილტონში” სასწავლო წლის ბოლო დღეს წლის საუკეთესო მოსწავლეები გამოვლინდნენ by სკოლა ჰამილტონი
-
სკოლა “ჰამილტონის” პირველკლასელებს სტუმრად საბავშვო მწერალი დიანა ანფიმიადი ეწვია by სკოლა ჰამილტონი