26 მაისი, 2022 13:53
სკოლა „ჰელიოსი“: ჩვენს პატარა მოსწავლეებს დავეხმარეთ სამშობლოს სიყვარულის კარგად გააზრებასა და გაზიარებაში
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ ქვეყნის ეროვნული დღესასწაული, დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი აღნიშნეს.
„უდავოა, რომ სამშობლო ისეთი უსაშველო ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია. სწორედ რომ სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო და ამიტომაც, ჩვენს პატარა მოსწავლეებს დავეხმარეთ ამ ჭეშმარიტების კიდევ უფრო კარგად გააზრებასა და გაზიარებაში.
ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა სალექციო ფორმატის შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა ისტორიის მასწავლებელი, ლია დამენია. მოსწავლეებმა საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
გილოცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს!“ – წერენ ჰელიოსელები.