1 მაისი, 2024 10:50
სკოლა „ჰელიოსი“ დაუვიწყარი მოგონებებით სავსე ფოტოებს აქვეყნებს
სკოლაში „ჰელიოსი“ ესმით როგორ სწავლობს მოსწავლე სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით და რა მნიშვნელობა აქვთ ამ სტრატეგიებს მოსწავლის პიროვნული და სოციალური განვითარების პროცესში. ბუნებაში გასვლა და მათთვის შემეცნებითი აქტივობების შეთავაზება ერთ-ერთი კარგი საშუალებაა.
სკოლა გვიზიარებს მოსწავლეების ბუნებაში გადაღებული სიყვარულით, სიხარულით და დაუვიწყარი მოგონებებით სავსე ფოტოებს.
იხილეთ ფოტო:
მოსწავლეები ზრუნავენ ერთმანეთზე, უვითარდებათ პირადი ნივთების გაზიარების, მოსმენისა და გუნდური მუშაობის უნარები უდაოა, რომ კარგი სოციალური უნარები განსაზღვრავს მომავალში მოსწავლეთა წარმატებისა და ბედნიერების ხარისხს.