ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლა “ჰელიოსის” მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში მოეწყო სხვადასხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება და განხილვა; პედაგოგებმა მოამზადეს პრეზენტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეს უმნიშვნელოვანეს თემებზე; ასევე, უფროსკლასელებმა მოამზადეს დამოუკიდებლად პრეზენტაციები; დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით შექმნილ ნამუშევრებში გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება.
მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები და პლაკატები.