GE
17 ნოემბერი, 2020 14:42

სკოლა „ჰელიოსის“ დაწყებითი კლასის მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ უცნაურ სასკოლო წესებს გაეცნენ

მეტყველების კულტურის კურსის ფარგლებში სკოლა „ჰელიოსის“ IIIა და IIIბ კლასის მოსწავლეები წინასწარ შერჩეული ვიდეორგოლის საშუალებით გაეცნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ უცნაურ სასკოლო წესებს, მათი შემოღების მიზეზებსა და შედეგებს.

“მათი აქტიურობა გვიჩვენებდა, როგორი საინტერესო აღმოჩნდა ამ თემის ირგვლივ წარმართული დისკუსია, რომელშიც მოსწავლეები ცდილობდნენ, დაეცვათ საკუთარი პოზიცია, წარმოეჩინათ კონკრეტული შეზღუდვის დადებითი / უარყოფითი მხარეები და სხვისთვის აეხსნათ იგი.

მოსწავლეებმა კარგად იციან აზროვნებისა და მეტყველების მჭიდრო ურთიერთკავშირის შესახებ, ამიტომ ცდილობდნენ, მაქსიმალურად მოკლე დროში გაეანალიზებინათ თითოეული წესი და გამართულად ჩამოეყალიბებინათ საკუთარი პოზიცია მის მიმართ”,- აღნიშნეს სკოლაში.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება