სკოლა „ჰელიოსის“ დირექცია სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სკოლა „ჰელიოსის“ დირექცია სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“მოხარულები ვართ რომ მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად სასიხარულო ამბავი გვაქვს. “სკოლა ჰელიოსის” ადმინისტრაცია თავს იკავებდა ახალი სასწავლო წლის დაწყების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისგან, რადგან ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოგვიწევდა. მოგეხსენებათ, დღეს გახდა ცნობილი თუ რა რეგულაციების დაცვა მოგვიწევს ახალი სასწავლო წლის დაწყებისას. აღნიშნული რეგულაციების გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ, რომ “სკოლა ჰელიოსი” სასწავლო პროცესს განაახლებს 15 სექტემბერს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი პანდემიამდეც იყო მცირერიცხოვანი კლასები გვაქვს შესაძლებლობა სწავლა დავიწყოთ ჩვეულ რეჟიმში I-დან XI კლასის ჩათვლით. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ 25 აგვისტომდე თითოეულ კლასს დაუკავშირდება დამრიგებელი და 5 სექტემბრამდე ჩაინიშნება მშობლებთან შეხვედრები. “სკოლა ჰელიოსი” მოუთმენლად ელოდება მოსწავლეებთან შეხვედრას!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.