GE
15 ივნისი, 2020 11:47

სკოლა „ჰელიოსის“ დირექტორის მიმართვა მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს

სკოლა “ჰელიოსის” დირექტორი სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს ულოცავს სასწავლო წლის დასრულებას და თითოეულ მათგანს, კორონა ვირუსის გამო შექმნილი ახალი გამოწვევბის ფონზე, გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.

“ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო, გილოცავთ 2019-2020 სასწავლო წლის დასრულებას! ეს წელი ყველაზე უჩვეულო და გამოწვევებით სავსე იყო, ვიდრე რომელიმე სხვა სასწავლო წელი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. მოგეხსენებათ, სკოლა “ჰელიოსს” 4 წლის ისტორია აქვს, მიუხედავად ამისა, ღირსეულად მომზადებული შეხვდა სირთულეებს და ერთ-ერთი პირველი სკოლა იყო, რომელმაც დროულად მოახერხა ახალ რეალობაში გადასასვლელად საჭირო რესურსის მობილიზება და ონლაინ სწავლების დაწყება.

გვინდა აღვნიშნოთ ამ ყველაფერში ჩვენი თითოეული პედაგოგის წვლილი და თავდადება. ასევე ვაფასებთ ჩვენი მშობლების ერთგულებას, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. თქვენ ხართ ის მყარი ფუნდამენტი, რომელზეც დგას სკოლა. და ყველაზე მთავარი, ჩვენი გმირი ბავშვები, რომლებიც გასაოცარი ენთუზიაზმით და სიბეჯითით შეუდგნენ ონლაინ სწავლებას და შესაბამისად, კარგი შედეგები დადეს სასწავლო წლის ბოლოს.

სკოლა “ჰელიოსის” ადმინისტრაცია მადლობას გიხდით და გპირდებათ არაერთ სასიკეთო სიახლეს. როგორც იცით, მომავალ წელს სკოლას უსრულდება დაარსებიდან 5 წელი, ამ თარიღს ყველა ერთად აღვნიშნავთ. წინ მრავალი პოზიტიური სიახლით დატვირთული სასწავლო წელი გველოდება, მანამდე კი დაგემშვიდობებით ზუსტად სამი თვით და გეტყვით, რომ სკოლა “ჰელიოსი” არ არის მხოლოდ სკოლა, ეს არის ოჯახი, რომელიც ზრუნავს თითოეულ თავის წევრზე და რომლის მიზანია არა მარტო სწავლა, არამედ ჯანსაღი გარემოს შექმნა ჩვენი მომავალი თაობისთვის.

სკოლა “ჰელიოსი” მოუთმენლად ელოდება 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას და თქვენთან შეხვედრას!

პატივისცემით და სიყვარულით სკოლა ჰელიოსის დირექტორი ქეთევან ვეშაპიძე.”

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება