GE
8 დეკემბერი, 2020 16:17

სკოლა „ჰელიოსის“ IVა კლასის მოსწავლეებმა ინფორმაციის გადაცემის მნიშვნელობაზე დისკუსია გამართეს

“მე და საზოგადობის” გაკვეთილზე IVა კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს ინფორმაციის გადაცემის მნიშვნელობაზე. გამოთქვეს მოსაზრებები რა არის ინფორმაცია, ისაუბრეს ინფორმაციის წყაროსა და ინფორმაციის სახეებზე. განიხილეს ინფორმაციის გადაცემის ისტორია და გაიხსენეს ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამის ,,მოკლე ჩართვა” ფარგლებში შესრულებული აქტივობები. ერთ-ერთი აქტივობა დაუკავშირეს ინფორმაციის გადაცემის ისტორიას, რომლის მიხედვითაც ქრონოლოგიურად დაალაგეს უძველესი დროიდან დღემდე არსებული ინფორმაციის საშუალებები ნახატების მიხედვით.

დისკუსია საინტერესოდ წარიმართა გაკვეთილის პროცესში და მოსწავლეებმა შეძლეს ძველი შთაბეჭდილებების ახალ ცოდნასთან დაკავშირება.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება