GE
22 ნოემბერი, 2017 17:45

სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ

21 ნოემბერს სკოლა „ჰელიოსის“ IV კლასის მოსწავლეები ქართული ენის მასწავლებელთან ერთად ესტუმრნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

წაიკითხეს უნივერსიტეტის დაარსების ისტორია, დაათვალიერეს უნივერსიტეტის პანთეონი, ნახეს ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, ნიკო ცხვედაძის და სხვა უნივერსიტეტის დამაარსებლების ძეგლები, უნივერსიტეტის პირველ კორპუსზე არსებული დაფა.

მოსწავლეებმა ასევე ნახეს დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი, რომელიც მდებარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის შიდა ინტერიერიც, ჰქონდათ საშუალება ერთ-ერთ აუდიტორიაში შესვლის, სადაც მათ ჩაუტარდათ მცირე ქართულის გაკვეთილი.

მოსწავლეებმა სკოლაში დაბრუნების შემდეგ გაუზიარეს ერთმანეთს და მასწავლებელს შთაბეჭდილებები.

პედაგოგი: თამარ გიგაური

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება