19 მაისი, 2022 16:48
სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები მთაწმინდის პანთეონში
სკოლა „ჰელიოსის“ IV კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი.
სასიამოვნო გასეირნებასთან ერთად, მათ შეაჯამეს ის ცოდნა, რომელიც ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა შესახებ მეოთხე კლასში მიიღეს. ბავშვებმა მოინახულეს ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა – მთაწმინდის მამა დავითის ტაძარი და იქ მყოფ სასულიერო პირებსაც გაესაუბრნენ.
ეს საინტერესო აქტივობა, სიახლეებითა და ემოციებით სავსე დღე, ალბათ დიდხანს გაჰყვება მათ გონებას.