GE
30 მაისი, 2022 11:08

სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა ის ძეგლები მოინახულეს, რომელთა შესახებაც გაკვეთილებზე ისწავლეს

კერძო სკოლა ჰელიოსის IVბ კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ის კულტურული ძეგლები, რომელთა შესახებაც IV კლასში სხვადასხვა ლექსს, მოთხრობას, ხალხურ თქმულებასა თუ სხვა სახის ნაწარმოებს გაეცნენ. მათ მოინახულეს ცხრა ძმა ხერხეულიძის მემორიალი მარაბდაში, ძეგლი „კიდევაც დაიზრდებიან“ და სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი ტანძიაში.

„სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა, განათლების მიღებისა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების გარდა, მათ სახალისო აქტივობებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში ჩართვასაც გულისხმობს. მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ჩვენი მიზნები და გეგმები ზუსტად ერგებოდეს მოსწავლეთა ინტერესებს, სურვილებსა და საჭიროებებს“, – მიიჩნევენ სკოლა „ჰელიოსში“.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში