GE
26 სექტემბერი, 2018 16:38

სკოლა “ჰელიოსის” მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში “სპორტი ნარკომანიის წინააღმდეგ”

2018 წლის 22 სექტემბერს, თბილისის მერიის ორგანიზებით, ლისის ტბაზე გაიმართა აქცია “სპორტი ნარკომანიის წინააღმდეგ”, აქციაში მონაწილეობა მიიღეს სკოლა “ჰელიოსის” მოსწავლეებმა.

ყველა მონაწილეს გადაეცა მაისური, ხოლო გამარჯვებულებს მედლები და სიგელები, სკოლა “ჰელიოსის” მოსწავლეებმაც დაიკავეს საპრიზო ადგილი და შესაბამისი მედალით დაუბრუნდნენ სკოლას.

აქტივობის ორგანიზატორი სკოლა “ჰელიოსის” სპორტის მასწავლებელი: მალხაზ აბრამიშვილი.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება