8 თებერვალი, 2017 17:38
სკოლა ,,ჰელიოსის” მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში ,,ფრესკის ღიმილი”
სკოლა ,,ჰელიოსის” მოსწავლეებისთვის უკვე ტრადიციად იქცა ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა. ამჟამად ჰელიოსელებმა – IV, V, VI, VII კლასის მოსწავლეებმა – მონაწილეობა მიიღეს პროექტში ,,ფრესკის ღიმილი”, რომელიც ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილეს ეძღვნება.
ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ლადო გუდიაშვილისა და მის შემოქმედების შესახებ, დაათვალიერეს გამოფენა და აქტიურად ჩაერთვნენ საგანმანათლებლო აქტივობებში.
პროექტში მოსწავლეების ჩართულობას ხელმძღვანელობდა პროგრამის ავტორი, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი და სკოლა ,,ჰელიოსის” მასწავლებელი დალი გოგორიშვილი.