16 ნოემბერი, 2017 15:42
სკოლა “ჰელიოსის” მოსწავლეებმა მთაწმინდის პანთეონში აკაკი წერეთლის საფლავი მოინახულეს
15 ნოემბერს სკოლა “ჰელიოსის” მე-3 და მე-2 კლასის მოსწალეებმა მთაწმინდის პანთეონში მოინახულეს აკაკი წერეთლის საფლავი, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
აღნიშნული აქტივობები განხორციელდა პროექტის ფარგლებში, რომელიც მე-3 კლასის დამრიგებელმა ქეთევან ნარსიამ წარმოადგინა.
პედაგოგები: ქეთევან ნარსია, თამარ ბზიკაძე, ია ჯარიაშვილი