GE
18 ივნისი, 2021 11:02

სკოლა ჰელიოსის მოსწავლეებს ბუნებაში მწვანე გაკვეთილი ჩაუტარდათ

სასწავლო წლის ბოლო დღეების აღსანიშნავად, სკოლა ჰელიოსის მოსწავლეებს ბუნებაში, ე.წ. მწვანე გაკვეთილი ჩაუტარდათ ფრანგულ ენაში.

V კლასის მოსწავლეები სიხარულით შეხვდნდნ ამ იდეას. გაისეირნეს ილიას ბაღში, მოაწყვეს რიცხვებით თამაში. გზად, ფრანგული ინსტიტუტიც გაიარეს და ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია ამ ინსტიტუციასთან დაკავშირებით. ბოლოს კი, ტრადიციულად, ფრანგული ენის შემსწავლელი ბავშვებისათვის, ფრანგულ კაფე ,,ანტრეს” ეწვივნენ და გახალისებულები დაბრუნდნენ სკოლაში.

 

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE (განათლება)