GE
11 თებერვალი, 2020 14:51

სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებს, ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში, ექსკურსია ციფრული ხელობნების მუზეუმში ჩაუტარდათ

სკოლა ჰელიოსის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში ჩაუტარდათ ექსკურსია ციფრული ხელობნების მუზეუმში. აქ მოსწავლეებმა იხილეს ციფრული ტექნოლოგიებით გაცოცხლებული და განათებული კოსმოსური სივრცე, წყალქვეშა სამყარო და სხვა. აგრეთვე წარმოდგენილი იყო ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები „ხმელი წიფელი”.

ციფრული ტექნოლოგიებით გაცოცხლებულმა წარმოდგენამ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაუტოვა მოსწავლეებს და მათი დიდი მოწონება დაიმსახურა.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება