GE
29 ივნისი, 2022 12:07

სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებმა მიღებული ცოდნა შეაჯამეს

სკოლა „ჰელიოსის“ Iა კლასის მოსწავლეებმა, ცოდნის სამყაროში შებიჯებისთანავე, სასკოლო დღეები გააფერადეს. სკოლაში მოსწავლეებმა იმოგზაურეს ანბანისა და ციფრების სამყაროში, წლის ბოლოს კი ამ მოგზაურობიდან მიღებული ცოდნა და უნარები შეაჯამეს მხიარულად, ცეკვა-თამაშით, სიმღერით, ლექსებით და დაამტკიცეს, რომ ამ სასწავლო წელმა მათთვის ნაყოფიერად ჩაიარა.

სკოლა „ჰელიოსი“ პატარებს ბედნიერ დასვენებას უსურვებს და სულმოუთქმელად ელოდება სექტემბერში მათთან ისევ შეხვედრას.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში