GE
21 თებერვალი, 2020 15:38

სკოლა „ჰელიოსის“ V-VI კლასების მოსწავლეები თბილისის „სახანძრო-სამაშველო მუზეუმს“ ესტუმრნენ

19 თებერვალს სკოლა „ჰელიოსის“ V-VI კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ თბილისის „სახანძრო-სამაშველო მუზეუმს“. უნიკალური ექსპონატების დახმარებით მათ იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში და თვალი მიადევნეს მეხანძრეობის განვითარების ყველა ეტაპს ჩვენს ქვეყანაში.

მოსწავლეებმა მუზეუმში ნანახი და გაგონილი წარმატებით დაუკავშირეს სკოლაში განვლილ მასალას. მათ იციან, რომ გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლები, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად ეხმარებიან ადამიანებს და ამისთვის დაფასებას იმსახურებენ. თავიანთი ვიზიტით მოსწავლეებმა გამოხატეს მათდამი მადლიერება.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება