GE
7 აპრილი, 2017 11:33

სკოლა “ჰელიოსში” ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ჩატარდა

5 აპრილს სკოლა “ჰელიოსში” მესამე-მეექვსე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია.

სკოლის კედლიდან იმზირებოდა ვაჟა – ცალთვალა დევი, ქართული სიტყვის და აზრის უბადლო ფალავანი, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმთავრესი პრინციპი კი – “გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!” – ღონისძიების ლაიტმოტივი გახლდათ.

ფშავ-ხევსურული სამოსით მორთულ-მოკაზმულმა ბავშვებმა სათანადო განწყობით, მოწიწებითა და ბავშვური სიხარულით, გაიხსენეს დიდი შემოქმედის ბიოგრაფიის საინტერესო ეპიზოდები და მისი უნიკალური ქმნილებები, იმღერეს და იცეკვეს ხალისით და სიყვარულით.

კომპოზიცია მოამზადეს დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ანა ხუციშვილმა, ქართული ენის მასწავლებელმა, ქეთევან ოთხვანმა და მუსიკის მასწავლებელმა ია ჯარიაშვილმა.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება