30 იანვარი, 2018 16:33
სკოლა “ჰელიოსის” მოსწავლეებმა შემეცნებითი პერფორმანსი “გაცოცხლებული შედევრები” წარმოადგინეს
სკოლა ჰელიოსის მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლის დალი გოგორიშვილის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს შემეცნებითი პერფორმანსი ,,გაცოცხლებული შედევრები“.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს მსოფლიო ფერწერის ცნობილი ნიმუშები – ლეონაარდო და ვინჩის, ბოტიჩელის, ტიციანის, რემბრანდტის, ვერმეერის, მანეს, კლიმტის, პიკასოს და სხვა ცნობილი ნამუშევრების პერსონაჟები. ეპოქის შესაბამისი იყო მუსიკალური პორტრეტიც.